ჯეი დი ვენსი - ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განმარტებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს ირანთან შეთანხმების წინასწარ მემორანდუმს, რადგან მხარეები კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს „რამდენიმე ფორმულირების საკითხზე“.

„ვფიქრობ, რთულია ზუსტად თქმა, როდის ან საერთოდ მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს. „რამდენიმე ფორმულირებაზე ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესში ვართ,“ - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, ირანის ბირთვულ პროგრამასა და გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ დაუზუსტებელი და განხილვის პროცესში რჩება.

„იმედი გვაქვს, პროგრესს გავაგრძელებთ და პრეზიდენტი შეთანხმებას მხარ დაუჭერს, თუმცა, ცხადია, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისივე თქმით, ჯერ ვერ ამბობს დაზუსტებით, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა აუცილებლად მოხდება.

„მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც შესაძლოა დავსხდეთ და ეს საკითხები საბოლოოდ მოვაგვაროთ, თუმცა ამისთვის კიდევ ცოტა მეტი პროგრესია საჭირო. ვერ დავადასტურებ, რომ აუცილებლად მივაღწევთ ამას, მაგრამ ამ ეტაპზე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,“ - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია