პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი - თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში - მოთავსებულია ნევროლოგიურ განყოფილებაში

ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილები და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში შემოწმების შედეგად, დააწვინეს ნევროლოგიურ განყოფილებაში - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ლოცულაშვილს, სავარაუდოდ, კლინიკაში კვლავ დასაკვირვებლად დატოვებენ.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, რაც ოჯახმა მომაწოდა, თავის ქალის ტკივილები აქვს. ჰქონდა თავის ტკივილები ძლიერი და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში შემოწმების შედეგად, თავის ქალის ტკივილების გამო დააწვინეს ნევროლოგიურ განყოფილებაში. ასევე, აქვს ნეკნი გატეხილი და ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს დატოვებენ კლინიკაში დასაკვირვებლად, რომ ზუსტი შედეგი დაიდოს, რა აწუხებს მას. სახლში წაუვიდა გული, ამიტომაც გამოიძახეს სასწრაფო“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს