ნატოს პრესსპიკერი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრაზე - ვგმობთ რუსეთის დაუდევრობას - ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას ყველა საფრთხისგან

ვგმობთ რუსეთის დაუდევრობას და ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას ყველა საფრთხისგან, მათ შორის დრონებისგან, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ალისონ ჰარტი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილით ადრე, რუმინეთში, საცხოვრებელ კორპუსს დრონი მოხვდა მაშინ, როდესაც რუსეთმა საზღვართან ახლოს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელა“, - წერს ალიანსის პრესსპიკერი.

მისი ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კონტაქტზეა რუმინეთის ხელისუფლებასთან.

„ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კონტაქტზეა რუმინეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უგუნურებას და ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას ყველა საფრთხისგან, მათ შორის დრონებისგან“, - წერს ალიანსის პრესსპიკერი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა