ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა - ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს

რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა. რუსული დრონის შეჭრა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განხორციელდა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ეს მოხდა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს და მის ხალხს.ვაგრძელებთ რა ჩვენი უსაფრთხოებისა და შეკავების გაძლიერებას, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაინი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა