ალექსანდრე სტუბი - ფინეთი გმობს რუმინეთში დრონით განხორციელებულ თავდასხმას - სიტუაცია ალიანსში განიხილება

ალექსანდრე სტუბი - ფინეთი გმობს რუმინეთში დრონით განხორციელებულ თავდასხმას - სიტუაცია ალიანსში განიხილება

ფინეთი გმობს რუმინეთში, მრავალბინიან კორპუსზე რუსული უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმას. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში კიდევ ერთ ზღვარს კვეთს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ფინეთი მხარს უჭერს თავის მოკავშირე რუმინეთს და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„სიტუაცია ალიანსში განიხილება“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.