ანტონიო კოშტა - უმკაცრესად ვგმობ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას - რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ვითარების ესკალაცია უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია

სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ რუმინეთს გალაცში საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის შემდეგ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ვითარების ესკალაცია უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია. უმკაცრესად ვგმობ რუმინეთის ეროვნული საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“, - აცხადებს კოშტა.

მისი მტკიცებით, ევროკავშირი ერთიანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხში სანქციების დაწესებით და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა