გიტანას ნაუსედა - ვგმობ რუმინეთში რუსული დრონით განხორციელებულ საზარელ თავდასხმას - ეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა

მკაცრად ვგმობ რუმინეთის ქალაქ გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონით განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს რუმინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევაა.

„ეს რუმინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევაა. რუსეთი სრულად არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგებზე!“- აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა