„გახარია საქართველოსთვის“ დაფუძნებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს

5 წლის წინ ჩვენ გავერთიანდით საქართველოსთვის. გავერთიანდით ქვეყანაში არსებული უსამართლობის, კორუფციის, სიღარიბის და ეროვნული ინტერესების ღალატის წინააღმდეგ - არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ერთიანობას წინ აღუდგება, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ დაფუძნებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გუნდის თითოეულ წევრს, მხარდამჭერსა და მოქალაქეს ამ წლების განმავლობაში გვერდით დგომისთვის მადლობას უხდიან.

„5 წლის წინ ჩვენ გავერთიანდით საქართველოსთვის. გავერთიანდით ქვეყანაში არსებული უსამართლობის, კორუფციის, სიღარიბის და ეროვნული ინტერესების ღალატის წინააღმდეგ.

ამ 5 წლის განმავლობაში ერთად უამრავი გამოწვევა და სირთულე გამოვიარეთ, თუმცა ვერცერთმა წინააღმდეგობამ ვერ შეგვაცვლევინა მთავარი პრინციპები და მიზანი. ჩვენ პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ გამარჯვებამდე მისასვლელი გზა მოკლე და მარტივი არ იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამ გზის 5 წელი უკვე გავიარეთ და ზუსტად ვიცით, საითაც მივდივართ.

ჩვენ ვიბრძვით ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა და ვიცით, რომ მალე მივაღწევთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას: ღირსეულ ხელფასს, უმუშევრობის დაზღვევას, ღირსეულ პენსიას ჩვენი მოხუცებისთვის, უფასო კვებას სკოლებში ჩვენი მოზარდებისთვის და რაც მთავარია, დემოკრატიულ და ევროპულ კეთილდღეობაზე დაფუძნებულ საქართველოს. მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს წევრს, მხარდამჭერსა და მოქალაქეს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით დგას! ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ერთიანობას წინ აღუდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია