ნიკა ჩერქეზიშვილი - „ოცნება“ აბანოთუბანს უყურებს როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს სახლები იძულებით დაატოვებინოს - ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აბანოთუბანს უყურებს, როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს ეს ეზო, ეს სახლები ადგილობრივ მცხოვრებლებს დაატოვებინოს იძულებით - სწორედ ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე თქმით, „ვერცერთი პარტნიორობა გადაწონის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვან კერძო საკუთრება“.

„ჩვენ ახლა ვართ აბანოთუბანში, ქვედა ხარფუხის ისტორიულ არეალში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი, თბილისის გული, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების მატარებელი ადგილი, თბილისის კულტურული სივრცე, მაგრამ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ ადგილს უყურებს, როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს ეს ეზო, ეს სახლები ადგილობრივ მცხოვრებლებს დაატოვებინოს იძულებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ. „ქართული ოცნება" გეგმავს ე.წ ექსპროპრიაციის წესით, სახელმწიფოს იძულებით, ადამიანები გამოიყვანონ კერძო საკუთრებიდან.

ეს არის ადგილი, სადაც გაიმართა კრწანისის ომი, სადაც არ არის დარჩენილი არცერთი მტკაველი მიწა, რომელიც ქართული სისხლით არ არის გაჟღენთილი და სწორედ ამ ადგილას, სადაც არის ასევე როსტომ მეფის აბანოები, 300 არაგველის ძეგლი და საქართველოს უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი, სწორედ ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი. ბუნებრივია, ყველა აფასებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორულ ურთიერთობებს, მეზობლობას, მეგობრობას, მაგრამ ვერცერთი მეგობრობა, ვერცერთი პარტნიორობა გადაწონის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვან კერძო საკუთრება.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს ამ ადგილას, თბილისის გულში, ისედაც ბევრი ტერიტორია ეკუთვნის, ისინი ფლობენ არაერთ ადგილს, არაერთ შენობას. აქ არის განთავსებული აზერბაიჯანის საელჩო, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი, ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო და დამატებით კიდევ 6000 კვადრატის გადაცემა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მფლობელობაში, არის აბსოლუტურად ანტიქართული, ანტიეროვნული საქმე! ეს არის დამაზიანებელი და კატეგორიულად მიუღებელი ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ უკვე ათწლეულების განმავლობაში. ნახევარ საუკუნეზე მეტი აქ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, აქ დაიბადა და გაიზარდა ეს ხალხი და აქ იზრდებიან მათი შვილები.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული დავა და სახელმწიფოსა და რამდენიმე მოსახლეს შორის ქონებრივი უთანხმოების გამო დაწყებული საქმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულებითი საკითხი - სად არის სახელმწიფოს უფლებები და სად არის მოქალაქის უფლებები, სად არის ეს ზღვარი, სადაც მთავრდება სახელმწიფოს ძალაუფლება და იწყება ისტორიის, ქალაქის, მოქალაქეების, ადამიანების ხელშეუხებლობა. ამას უნდა მიაქციოს ყველამ ყურადღება, რადგან საკუთრების უფლება ირღვევა, აქ ადამიანები არიან წინააღმდეგები, გამოვიდნენ საკუთარი საცხოვრებელი ფართებიდან და სახელმწიფო აიძულებს მათ, რომ დატოვონ საკუთარი ტერიტორიები. როგორც ვთქვი, ეს არის თბილისის გული, აქედან დაიწყო საერთოდ თბილისი და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს „ქართული ოცნების" მიერ წარმოებული კამპანია „გარეჯი საქართველოა", თუმცა ეს ყველაფერი დარჩა მხოლოდ კამპანიად, რეალობა რაც არის ყველა ვხედავთ. საბოლოო ჯამში, ისე არ გამოვიდეს, რომ სამართლებრივად გარეჯიც არ იყოს საქართველოს მფლობელობაში და მთელი ორთაჭალა, მთელი აბანოთუბანი, ქვედა ხარფუხის ისტორიული არეალი იქცეს აზერბაიჯანის საკუთრებად“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია