„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, Wendy's საქართველოში ემოციური კამპანიით აღნიშნავს. კამპანიის მთავარი იდეა თაობებს შორის ურთიერთობასა და იმ განსაკუთრებულ ემოციას ეძღვნება, რომელიც ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს, Wendy’s-ში სტუმრობას ახსენებს და გარწმუნებს, რომ - „რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“.

კამპანიის ცენტრში Wendy’s-ის ძველი მონეტაა. შესაბამისად, კამპანიის ფარგლებში, 31 მაისსა და 1 ივნისს, სტუმრები, რომლებიც Wendy’s-ის ძველ მონეტას რესტორანში წარადგენენ, საჩუქრად მიიღებენ Kids Meal-ს.

საქართველოში Wendy’s-ის პირველი რესტორანი 2013 წელს გაიხსნა, ხოლო დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი ქვეყნის მასშტაბით 22 რესტორანს აერთიანებს და უკვე წლებია სხვადასხვა თაობის სტუმრებისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად რჩება.

დღეს Wendy’s-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელია — ბრენდი 7,000-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო გაფართოებას აქტიურად აგრძელებს.

„ბავშვთა დღე, როგორც წესი, ბავშვებთან ასოცირდება, თუმცა გვინდოდა ამ კამპანიით გვეჩვენებინა ის ემოცია, რომელსაც მშობელი შვილის გაზრდის პროცესში განიცდის. ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა მოულოდნელად გავიაზრეთ, რომ ბავშვობა ძალიან სწრაფად გადის, თუმცა მშობლისთვის შვილი ასაკის მიუხედავად ყოველთვის ბავშვად რჩება. Wendy’s-ი საქართველოში უკვე 12 წელია არსებობს და ამ წლების განმავლობაში არაერთი თაობის მოგონებების ნაწილი გახდა. სწორედ ამ ემოციაზე გვინდოდა გვესაუბრა წლევანდელი 1 ივნისის კამპანიით,“ — აცხადებს ლექსო შენგელია, Wendy’s-ის მარკეტინგის დირექტორი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შექმნილი კამპანიით Wendy’s კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახური ურთიერთობების, ერთად გატარებული დროისა და იმ პატარა მოგონებების მნიშვნელობას, რომლებიც წლების შემდეგ განსაკუთრებულ ემოციებად გვრჩება.

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია