საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ მოადგილეებთან ერთად, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომლებს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. როგორც გიორგი გვარაკიძემ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველოს პროკურატურის პროკურორების და გამომძიებლების პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, თავდაუზოგავი შრომა, ცოდნა და გამოცდილება, საქართველოს მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„პროკურატურის თანამშრომლების საქმიანობა მხოლოდ პროფესია არ არის. ის არის ნდობა და ერთობა, ცხოვრების წესი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე თითოეულ ჩვენგანს აკისრია. სწორედ თქვენი პრინციპულობა, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს მყარ საფუძველს და გამოგარჩევთ როგორც ძლიერ პროფესიულ გუნდს”, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 65 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა 7 თანამშრომელს. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდნენ: ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მრჩეველი ზოია პაპალაშვილი, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ალექსანდრე მუყასაშვილი და მცხეთის რაიონული პროკურორი გიორგი ბახტაძე. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლის 30 მაისიდან აღინიშნება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე