არჩილ გორდულაძე - არ ვიცი, კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე, სად არის საქართველო, თუ უბრალოდ, თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს - ახლა რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერანაირად ვერ დაგვავიწყებს მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს

არ ვიცი, ქალბატონმა კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე, სად არის საქართველო, თუ უბრალოდ, მისი თანაშემწეები ან მისი თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს - ახლა რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერანაირად ვერ დაგვავიწყებს მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „კაია კალასი, მარტა კოსი და სხვა მაღალი თანამდებობის ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შემოიტანონ პოლიტიკური დაპირისპირება”.

„არ ვიცი, ქალბატონმა კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე სად არის საქართველო, თუ უბრალოდ, მისი თანაშემწეები ან მისი თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ კაია კალასი, მარტა კოსი და სხვა მაღალი თანამდებობის ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შემოიტანონ პოლიტიკური დაპირისპირება, ქართველი ხალხი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დააშორონ, სიძულვილის კამპანიები აწარმოონ, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს გვერდში დაუდგნენ მათი წარმომადგენლების სახით, მათ შორის წავიდნენ ისეთ უმსგავსობაზე და დიპლომატიურ სკანდალზე, როგორიც კონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე დადგომაა. ახლა რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერანაირად ვერ დაგვავიწყებს მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს”, - აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.

კალასმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, არსებობს თუ არა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში მის მიერ წარდგენილ მოთხოვნების დოკუმენტთან დაკავშირებით.

„მინისტრებმა სხვა სახის დათმობებიც წამოაყენეს. რაც შეეხება რუსულ ჯარებს საქართველოსა და მოლდოვაში, ეს ერთ-ერთი იდეაა, რადგან როდესაც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებზე ვსაუბრობთ და როდესაც ეს ქვეყნები ცდილობენ ევროპულ გზაზე იყვნენ, მაშინ იქ რუსული ჯარების ყოფნა აშკარა უსაფრთხოების რისკია და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისინი იქიდან გავიდნენ. ამას არავინ არ ეწინააღმდეგება, ამიტომ ეს კვლავ განიხილება“, - განაცხადა კალასმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია