პეტრ პაველი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრაზე - არ უნდა შევჩერდეთ მხოლოდ დაგმობაზე - ცალსახად ვუჭერ მხარს რუმინეთის პრეზიდენტ მოწოდებას მკაცრი საერთაშორისო რეაგირების შესახებ

რუმინეთის ქალაქ გალაციში, საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის მიერ ღამის უპრეცედენტო თავდასხმა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მხოლოდ მომხდარის დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს.

„ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ მხოლოდ მის ერთობლივად დაგმობაზე. ამიტომ, მე ცალსახად ვუჭერ მხარს რუმინეთის პრეზიდენტ დანის მოწოდებას მკაცრი საერთაშორისო რეაგირების შესახებ. რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ასეთ თავდასხმებს“, - წერს პეტრ პაველი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა