ანდრეი სიბიგა - რუსული დრონის რუმინეთში შეჭრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის აგრესია რეალურ საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას

რუსული დრონის რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის აგრესია რეალურ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონს და მთელ ევროპას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება და აგრესორზე ზეწოლის გაზრდა, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სტრატეგიული ამოცანაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის რისკების შესამცირებლად. უკრაინა მტკიცედ დგას რუმინეთის გვერდით. მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ასეთი საფრთხეებისგან დაცვის გასაძლიერებლად“, - წერს სიბიგა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა