პიტერ მადიარი - რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონით თავდასხმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევროპისა და ნატო-ს ერთიანობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის შეჭრა დაგმო და რუმინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

„რუსული დრონით თავდასხმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპისა და ნატო-ს ერთიანობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

განცხადება გაავრცელა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმაც.

„უნგრეთი მკაცრად გმობს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და არღვევს ევროკავშირისა და ნატო-ს სუვერენული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეს. სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და მხარს ვუჭერთ ინციდენტის სრულყოფილ გამოძიებას“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა