რობერტ ფიცო - ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის არარსებობის პირობებში, ნებისმიერმა შემთხვევითმა დრონმა შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს - მოგიწოდებთ დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგი საჭიროა.

„რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის არარსებობის პირობებში, ნებისმიერმა შემთხვევითმა დრონმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია, რომლის მართვაც შესაძლოა ჩვენ ვერ შევძლოთ“, - აღნიშნა ფიცომ.

მისი თქმით, საჭიროა „პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისგან“ თავის შეკავება.

„დრონის ინციდენტთან დაკავშირებით, გამოვხატავ სრულ სოლიდარობას რუმინეთის მთავრობის მიმართ, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისგან და კიდევ ერთხელ გამოვდივარ ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყების მოწოდებით“, - აღნიშნა ფიცომ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა