ახმეტაში, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დროულად გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა. ქვემო ალვანის მოსახლეობა თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დროულად გახსნას ითხოვს.

ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარება მოითხოვეს. მათი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, გზა ივნისის ბოლომდე ვერ გაიხსნება, აქედან გამომდინარე, როგორც ისინი ამბობენ, „შეუძლებელია ბარში დარჩენილი მსხვილფეხა საქონლის მთაში წაყვანა“.

ასევე, ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემების წინაშეა ტურისტული ბიზნესი, რადგან უგზოობის გამო გაუქმდა არაერთი ჯავშანი.

გზების მოვლა - პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია შპს ,,სვისკოს“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აცხადებს იმასაც, რომ ზვავები და მეწყრული პროცესები სამუშაოების დასრულებას აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, როგორც წესი, ოქტომბერში იკეტება და მაისში იხსნება, თუმცა, მიმდინარე წელს, უამინდობის გამო, მოქალაქეები ამ დრომდე ვერტმფრენის საშუალებით გადაადგილდებიან.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა