გრიგოლ გეგელია - კაია კალასის განცხადებას კობახიძე რუსეთის შეთითხნილი რიტორიკით პასუხობს და ნაცვლად იმისა, რომ პროქართულ წინადადებებს მიესალმოს, საქმის გარჩევით კავდება ევროპულ კავშირთან - ეს კაპიტულანტურ საგარეო კურსის დასტურია

ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი მტრისთვის სასარგებლო, კაპიტულანტურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან კაია კალასის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

გეგელიას შეფასებით, „ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერი კარგ და პროქართულ წინადადებებს მიესალმოს, კვლავ საქმის გარჩევით კავდება ევროპულ კავშირთან და სრულიად ცივილიზებულ თანამეგობრობასთან“

ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი მტრისთვის სასარგებლო, კაპიტულანტურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს. მაშინ, როდესაც ევროპული კავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებებით ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მოთხოვნილი უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია, ნაცვლად იმისა, რომ კობახიძე და მისი რეჟიმი ორი ხელით ესალმებოდეს ყველა მსგავს ძალისხმევას და მეტიც - თავად მოითხოვდეს იმავეს - ვხედავთ, რომ კობახიძე გამოდის და ამ განცხადებასაც რუსეთის მიერ შეთითხნილი პოლიტიკური რიტორიკით პასუხობს, რომელშიც ამბობს, რომ თურმე ევროპული ბიუროკრატია არ ყოფილა ქართველი ხალხის მხარეს და მათ თურმე ჯერ სხვა ნაბიჯები უნდა გადადგან, აჩვენონ, რომ ქართველი ხალხის მხარეს არიან და მხოლოდ მაშინ იქნება მისასალმებელი ის წინადადება, რომლითაც ქალბატონი კაია კალასი გამოვიდა. ეს არის უკარგესი და უკლასიკურესი დასტური იმისა თუ რატომ არის კობახიძე მოღალატე. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან მარტივი აღსაქმელი უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ დღეს ამ სახელმწიფოს დე ფაქტო რეჟიმში მართავს ისეთი ტიპის ერთეული, რომელიც არცერთი ჩვენგანის ეროვნულ და სუვერენულ ინტერესებს არ გამოხატავს. ნაცვლად იმისა, რომ კარგ და პროქართულ წინადადებებს მიესალმოს, კვლავ საქმის გარჩევით კავდება ევროპულ კავშირთან და სრულიად ცივილიზებულ თანამეგობრობასთან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.

მოგვიანებით აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და აღნიშნა: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით“

კობახიძის თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში „ევროპული ბიუროკრატია იდგა საპირისპირო მხარეს“ და უპირისპირდებოდა ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია