ფრიდრიხ მერცი - მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი

რუსეთის მიერ რუმინეთში დრონებით უგუნური შეჭრა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის მზაობას, მოახდინოს სიტუაციის ესკალაცია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

„გერმანია ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად დგას. ინციდენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს ძლიერი პოზიციის საჭიროებას. მზად ვართ დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი“, - აცხადებს ფრიდრიხ მერცი.

რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის შეჭრას ეხმიანება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულიც.

„ჩვენი პასუხი ერთიანობაა. ჩვენ რუმინეთის გვერდით ვდგავართ. გავაგრძელებთ ევროპული თავდაცვის გაძლიერებას ნატო-ში“, - აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა