პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორმა სალომე ქემაშვილმა გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ქორწინების იძულებაზე, ოჯახში ძალადობასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა