მიხეილ სარჯველაძე - სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით - არსებობს ფორმულა, რომლითაც ხდება დაანგარიშება და ვცდილობთ, ეს ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს

ვცდილობთ, ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს - მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, რაც დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება.

„ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობა გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ის, რაც რელევანტური იყო, რომ კრიტერიუმად მიგვეჩნია, რათა შეგვეფასებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ის კრიტერიუმები და მდგომარეობა დროთა განმავლობაში მოითხოვს გადახედვას.

გადაიხედება, რა უნდა იყოს მიჩნეული იმ კრიტერიუმად, რომლის მეშვეობითაც დავადგენთ ვის აქვს სოციალური შეჭირვება და ვის - არა.

კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება. არსებობს ფორმულა, რომლითაც ხდება დაანგარიშება. ვცდილობთ, ეს ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს. არ იყოს დამოკიდებული სუბიექტურ ფაქტორსა და შეფასებაზე. ასეთია მეთოდოლოგია დღეს, თუმცა განახლება სჭირდება, რათა დროის ადეკვატური იყოს.

ვმუშაობთ და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით“,- განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა