კახა კალაძე - სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა

მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის, ხალხს არ აინტერესებს. მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილმა რაც არ უნდა თქვას, 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრები იყო რეალური და ყველას კარგად ახსოვს, როგორ უსწორდებოდა რეჟიმი პატიმრებს.

„წლების განმავლობაში ადამიანების უფლებების მიზანმიმართული შელახვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსხვავებული აზრის დევნა ხდებოდა. ადამიანებს უფლება არ ჰქონდათ, რომ საკუთარი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფრიდან კვეთავდნენ. ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ და ყველას გვახსოვს მოსახლეობა რამხელა ტერორის ქვეშ იყო. სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ფაქტი ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს, პატიმრებს როგორ უსწორდებოდნენ. გვახსოვს ის მძიმე კადრები, რომლებიც კასრებიდან მოიპოვეს. ეს ყველაფერი იმდენად უმძიმესი იყო, გახსენებაც კი მიჭირს.

ახლა სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია