კახა კალაძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს

ბევრჯერ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ იყო, უნდა შეიცვალოს.

„ბევრჯერ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული განცხადებებით და ქმედებებით, უნდა შეიცვალოს სამართლიანი დამოკიდებულებით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ ურთიერთობების გაფუჭებას, რადგან მათი აგენტურული ქსელის შესახებ ყველაფერი ნათელია.

„ოპოზიცია ქვეყნის მტერია. ისინი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ამ ქსელის შექმნაში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. ეს არამხოლოდ ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, სადაც პოლიტიკური ინტერესია გარე ძალების, ამ სქემით მოქმედებდნენ - ასე მარტივად მართავდნენ ქვეყანას. ჩვენთანაც რამდენჯერ იყო რევოლუციის მცდელობაც, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც ჟურნალისტების მიერ. ყველაფერი ხელის გულზე დევს, კარგად ვიცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე