რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის მეორე სხდომა გაიმართა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის მეორე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომისიას განსახილველად 40 საკითხი წარედგინა.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 38 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 31, უარი ეთქვა 4 საკითხზე, 3 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა. სომხური კათოლიკური თემის მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა. ასევე, დადებითად გადაწყდა მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილი 1 საკითხი.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა