30% ქეშბექი სრულ ასორტიმენტზე - თიბისისა და Carter's-ის ერთობლივი შეთავაზება ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად, მშობლებისთვის შვილების გახარება და მათი გარდერობის განახლება კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება. თიბისი და ბავშვთა ტანსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი „კარტერსი“ (Carter’s) ერთობლივ შეთავაზებას აანონსებენ.

მხოლოდ 31 მაისს და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მაღაზია „კარტერსში“ თიბისის ბარათით გადახდისას, სრულ ასორტიმენტზე 30%-იან მომენტალურ ქეშბექს მიიღებთ.

აქციით სარგებლობისთვის საჭიროა შეარჩიოთ ნებისმიერი ნივთი „კარტერსის“ მაღაზიაში, გადაიხადოთ თიბისის ტერმინალზე და თანხა მომენტალურად დაგიბრუნდებათ ბარათზე. ქეშბექის ლიმიტები ბარათის ტიპის მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თიბისის ახალი ბარათით გადახდისას - დაიბრუნებთ თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 100 ლარს;
  • თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას - დაიბრუნებთ თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 200 ლარს.

მნიშვნელოვანი პირობა: შეთავაზების გამოსაყენებლად, არ დაგავიწყდეთ აქციის წინასწარ გააქტიურება თიბისის მობაილბანკში, შეთავაზებების (Offers) პანელიდან. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ბმულს.

ქეშბექთან ერთად, მაღაზიაში დამატებით დაგხვდებათ:

  • 30%-იანი ფასდაკლება გაზაფხული-ზაფხულის 2025 წლის მიმდინარე კოლექციაზე;
  • 20%-იანი ფასდაკლება ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების პრემიუმ ბრენდის, Skip Hop-ის შერჩეულ კოლექციაზე.

გაითვალისწინეთ: ვინაიდან ეს არის სპეციალური სადღესასწაულო აქცია, ქეშბექის პერიოდში შეძენილი ნივთების გაცვლა ან უკან დაბრუნება არ ხდება, ამიტომ ზომებისა და მოდელების შერჩევისას გამოიჩინეთ მეტი ყურადღება.

რატომ ირჩევენ დედები მთელ მსოფლიოში Carter's-ს?

„კარტერსი“ (Carter's) ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკული წამყვანი ბრენდია, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დედების უპირველეს არჩევანად რჩება. ბრენდის მთავარი ფილოსოფია ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, უსაფრთხოებასა და უმაღლეს კომფორტზე დგას. სამოსი იკერება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური და ანტიალერგიული მასალებისგან, რაც ბავშვის ნაზ კანს გაღიზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, თითოეული მოდელის დიზაინი (იქნება ეს მოსახერხებელი შესაკრავები თუ ელასტიკური ნაკერები) გათვლილია იმაზე, რომ პატარებმა თავი თავისუფლად იგრძნონ თამაშისა და ძილის დროს, ხოლო მშობლებისთვის ბავშვის ჩაცმისა და საფენის გამოცვლის პროცესი მაქსიმალურად მარტივი იყოს. ამიტომაცაა, რომ თაობები იცვლება, მაგრამ Carter's-ის მიმართ ნდობა უცვლელი რჩება.

არ გაუშვათ შანსი, აჩუქოთ თქვენს პატარებს საუკეთესო ხარისხი და კომფორტი ყველაზე მოგებიანი პირობებით!

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია