გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა ექვსივე პოლიციელის - ალექსი ბადალოვის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შესაბამისი შუამდგომლობა პროკურატურამ მას შემდეგ დააყენა სხდომაზე, რაც სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა.

გორში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევისას, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა