პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა ხონის რაიონის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ დარიკო ვადაჭკორიამ და პროკურორმა მერაბ ტყეშელაშვილმა ხონის რაიონის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე პროკურორებმა ისაუბრეს ნაადრევ ქორწინებაზე და გარემოსდაცვის წესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ასევე სხვადასხვა გავრცელებულ დანაშაულებზე.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო თემაზე კითხვები დაესვა, რაზეც პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა