მარია ზახაროვა - რუმინეთის მიერ რუსეთის გენერალური კონსულის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას მალე ვუპასუხებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მალე უპასუხებს რუმინეთში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვას და გენერალური კონსულის ანდრეი კოსილინის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას.

„რუსეთის გენერალური კონსულის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებასთან და გენერალური საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით საპასუხო ზომები არ დააყოვნებს“, - აღნიშნა ზახარვამ რუსულ მედიასთან საუბარში.

ამასთან, მისი თქმით, რუმინეთში დრონის გამო ატეხილ „აურზაურს“ „დასავლელები“ უკრაინაში მიმდინარე ომიდან ყურადღების გადასატანად იყენებენ.

ცნობისთვის, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. რუმინეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის დრონის შეჭრის გამო მიიღეს, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე