„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ მეწარმეობის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, გრძელდება მეწარმე მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მე-18 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინტენსიური ვორკშოპები 9, 10 და 11 ივნისს ბათუმში გაიმართება.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით.

პროგრამა წარმოადგენს 360°-იან მხარდაჭერის პლატფორმას, რომელიც ქალ მეწარმეებს სთავაზობს სრულფასოვანი განვითარების ეკოსისტემას - იდეის ჩამოყალიბებიდან მის წარმატებამდე.

ინიციატივა ეფუძნება ოთხ ძირითად ღირებულებას:

  • ცოდნა - პრაქტიკული ცოდნის მიღება ბიზნესის მართვისა და განვითარების მიმართულებით;
  • მხარდაჭერა - ინდივიდუალური მხარდაჭერა გამოცდილი მენტორებისგან;
  • გამოცდილება - რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობა და პრაქტიკული სწავლება;
  • თანამშრომლობა - ძლიერი პროფესიული ქსელის შექმნა და პარტნიორობების განვითარება;

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას, ინოვაციური ბიზნესიდეების წახალისებასა და რეგიონებში მეწარმეობის განვითარებას. საქართველოს ბანკი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ კონკურენტუნარიანობა და შექმნან გრძელვადიანი ეკონომიკური ღირებულება“- აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია