დიმიტრი მედვედევი - ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ - ფხიზლად იყავით და არაფერმა გაგაკვირვოთ, მშვიდი ძილი დასრულებულია

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას აფრთხილებს, მას შემდეგ, რაც რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.

მისი თქმით, „მშვიდი ძილი დასრულებულია“.

„ასე რომ, ფხიზლად იყავით და არაფერმა გაგაკვირვოთ. მშვიდი ძილი დასრულებულია. თქვენ იცით ვისაც უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ!“, - წერს მედვედევი X-ზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა