პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქუთაისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ესტუმრნენ

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქუთაისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლის მოსწავლეები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესებსა და პროცედურებს გაეცნენ.

“მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ზურაბ სვანაძე შეხვდა და მათთან ერთად იმიტირებულ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

სკოლის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით მოხდა იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, მოსწავლეები სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესებსა და პროცედურებს გაეცნენ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა