ანიტა ჰიპერი - კაია კალასის წინადადებას, რომელიც რუსეთის მხრიდან დათმობებს მოიცავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფართო მხარდაჭერა აქვს

კაია კალასის წინადადებას, რომელიც რუსეთის მხრიდან დათმობებს მოიცავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფართო მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა გუშინ კვიპროსში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა და რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„საგარეო საქმეთა მინისტრებმა დოკუმენტი განიხილეს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინეთ. ეს დოკუმენტი იმ დათმობებს მოიცავს, რომელთაც ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ. წევრმა ქვეყნებმა დამატებით რამდენიმე იდეა წამოაყენეს, რომელსაც განვიხილავთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობას უპირობო ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.

„უფრო ფართო უსაფრთხოების საკითხებიც არის, როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ჯარებია განლაგებული რეგიონის ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და მოლდოვაა“, - აღნიშნა ჰიპერმა.

ასევე, პრესსპიკერის განცხადებით, კაია კალასის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს წევრ ქვეყნებს შორის ფართო მხარდაჭერა აქვს.

„ამ მხრივ ფართო მხარდაჭერა არსებობს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე