ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს

ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტერ მადიართან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელების გათვალისწინებით, მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ დღეს უნგრეთისთვის 10 მილიარდის განბლოკვა შეგვიძლია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის ერთიანობის ფონდიდან 4.2 მილიარდ ევროს განბლოკავს, ხოლო ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული ფონდიდან 2.2. მილიარდ ევროს გამოათავისუფლებს.

„ძალიან მოკლე დროში უკვე ბევრი სამუშაო შესრულდა და ბაზრები ამას ამჩნევენ. ინვესტორების ნდობა ბრუნდება და ნდობის აღდგენა ხდება. ჩვენ ამ გზაზე ერთად მუშაობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია