საია-ს თავმჯდომარე - სოლიდარობა ზურაბ მენთეშაშვილს! პირველ პატიმარს საქართველოში, რომელიც 9 თვე იმის გამო უნდა იყოს ციხეში, რომ დემონსტრაციაზე წავიდა და იქ სრულად არაძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა

სოლიდარობა ზურაბ მენთეშაშვილს! პირველ პატიმარს საქართველოში, რომელიც 9 თვე იმის გამო უნდა იყოს ციხეში, რომ დემონსტრაციაზე წავიდა და იქ სრულად არაძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს.

თამარ ონიანის განცხადებით, ბევრი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ქვეყანას, თუმცა, ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სრულიად ახალი ფურცელია იმ სისტემაშიც კი, რომელსაც აქამდეც უსამართლოდ არაერთი ადამიანი გაუსამართლებია.

„ზურაბ მენთეშაშვილი არის პირველი პატიმარი, რომელსაც უფლებრივი შინაარსით შეკრების თავისუფლების გამო ედავებიან იმ ფორმალური საფუძვლით, რომელიც თავად შეკრების თავისუფლების ხელყოფისთვის შეიქმნა;

შეიქმნა იმ მოდელით, რასაც იურიდიული ლიტერატურა პერსონიფიცირებულ კანონმდებლობად იცნობს, როდესაც მათ მმართველი ელიტები, საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ.

2025 წლის 13 ოქტომბერს დაინიციირდა ეს ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირისადმი (174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებისთვის). თავის მხრივ, ასკ ნორმები მიმთითებელია, და, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე ამისამართებს, რაც, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ცალკე დიდი გამოწვევაა (იხ. ვენეციის კომისიის შეფასებები ასეთი მიმთითებელი ნორმების კრიტიკაზე).

ცვლილებები დაჩქარებულად მიიღეს.

სწორედ ამ მუხლის საფუძველზე გასამართლდა ზურაბ მენთეშაშვილი.

თუმცა, რა შეეძლო მოსამართლეს (გამამართლებელი განაჩენის მიღმა)?

  1. თავიდანვე არ გამოეყენებინა პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება; და მიემართა კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის;

რადგან პირველი სცენარი არ მომხდარა, კიდევ რაიმე შეეძლო ისეთი, რაც ბრალდებულის მდგომარეობას ამ ეტაპზე მაინც შეამსუბუქებდა?

  1. შეეძლო სასჯელი ყოფილიყო 7 თვე, რაც აღკვეთი ღონისძიების სახით უკვე მოხდილი ჰქონდა პირს.

ასე არ მოხდა, მას 9 თვე შეეფარდა. და ეს დამატებითი 2 თვე სხვა არაფერია, თუ არა, თავად სასამართლო სისტემის მხრიდან შეკრების თავისუფლებაზე მეტი წნეხის შექმნის თანამონაწილეობა“, - წერს თამარ ონიანი.

რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილთან 2025 წლის 1-ელ ნოემბერს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის პირველად 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია