ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ჩვენ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთის გვერდით ვდგავართ

ჩვენ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთის გვერდით ვდგავართ, - ასე გამოეხმაურა ნატო-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტაკერი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის შეჭრას.

„ჩვენ ამ წინდაუხედავ შეჭრას ვგმობთ. ჩვენ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტს დავიცავთ“, - წერს უიტაკერი X-ზე.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთიდან გაშვებული დრონი რუმინეთის ქალაქ გალატში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა