დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სიტუაციურ ოთახში შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სიტუაციურ ოთახში შეხვედრას გამართავს.

დონალდ ტრამპმა ის პირობები დაასახელა, რომელსაც ირანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა დათანხმდეს.

„ირანი უნდა დათანხმდეს იმას, რომ ბირთვული იარაღი ან ბომბი არასდროს ექნება. ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და შეუზღუდავი საზღვაო მიმოსვლისთვის, ორივე მიმართულებით. ყველა საზღვაო ნაღმი, თუ მსგავსი საერთოდ არსებობს, განადგურდება. ირანი დარჩენილი ნაღმების დეტონაციას დაასრულებს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა მოიხსნება.

„ჩვენი საოცარი და უპრეცედენტო საზღვაო ბლოკადის გამო, რომელიც ახლა მოიხსნება, სრუტეში გაჭედილ გემებს შეუძლიათ „სახლში დაბრუნების“ პროცესი დაიწყონ! მოკითხვა გადაეცით თქვენს ცოლებს, ქმრებს, მშობლებსა და ოჯახის წევრებს ჩემგან, თქვენი საყვარელი პრეზიდენტისგან!“ - აცხადებს ტრამპი.

ტრამპის თქმით, „გამდიდრებულ მასალას, რომელსაც ზოგჯერ „ბირთვულ მტვერს“ უწოდებენ, რომელიც 11 თვის წინ თავდასხმის შედეგად მიწისქვეშ არის დამარხული, აშშ ამოთხრის და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაანადგურებს“.

„შემდგომ შეტყობინებამდე თანხების გადაცემა არ მოხდება. სხვა, გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. ახლა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სიტუაციურ ოთახში შეხვედრას გავმართავ“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს