ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნანა გვარიშვილის სტუდენტებთან დაპირისპირების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნანა გვარიშვილის სტუდენტებთან დაპირისპირების საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან სტუდენტები დიუშენის კუნთოვანი სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ხელმოწერებს აგროვებდნენ, რა დროსაც ამავე უნივერსიტეტის ლექტორი ნანა გვარიშვილი და მისი ოჯახის წევრები სტუდენტებს დაუპირისპირდნენ.

სტუდენტები ამტკიცებდნენ, რომ ლექტორმა ნანა გვარიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ სტუდენტს კი ხელით შეეხო.

სტუდენტების თქმით, მათ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა გააჩნიათ, რაზეც სამართალდამცავებს მიმართეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში ლექტორის ნანა გვარიშვილის, ქმარი და შვილიც ჩაერთო, რომლებიც ასევე, ბათუმის უნივერსიტეტში არიან დასაქმებული.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისია შეიკრიბება.

„ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას”,- აცხადებენ ბსუ-ში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა