ვლადიმერ პუტინი - ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ შეძლებს თქვას, თუ ვის ეკუთვნის რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონი

ვლადიმერ პუტინი - ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ შეძლებს თქვას, თუ ვის ეკუთვნის რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონი

ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ შეძლებს თქვას, თუ ვის ეკუთვნის რუმინეთში ჩამოვარდნილი დრონი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვერავინ შეძლებს თქვას, თუ რა წარმოშობისაა ესა თუ ის დრონი, ვიდრე ექსპერტიზა არ ჩატარდება“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა რუმინეთში ჩამოვარდნილ დრონთან დაკავაშირებით ობიექტური გამოძიებისთვის.

„გადმოგვცენ გარკვეული მონაცემები ან დრონის ნამსხვრევები და ჩვენ ობიექტურ გამოძიებას ჩავატარებთ. ამის შემდეგ მომხდარს შევაფასებთ“, - აღნიშნა პუტინმა.