რუმინეთის პრეზიდენტი - დრონს, რომელიც მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოარტყა, რის შემდეგაც ტრაექტორია შეიცვალა - ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

დრონს, რომელიც მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოარტყა, რის შემდეგაც ტრაექტორია შეიცვალა, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა.

ნიკუშორ დანის განცხადებით, რუსულ დრონს უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ქალაქ რენის თავზე მოარტყა.

„მაშინ როდესაც დრონები უკრაინის ტერიტორიაზე იყვნენ, ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს, ხოლო ერთს, სავარაუდოდ, ქალაქ რენის თავზე მოარტყეს, რომელმაც ტრაექტორია შეიცვალა და გალატისკენ გაფრინდა“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა