ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

23 წლის ინდოელი სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ინდოელი სტუდენტის ცხედარი მტკვარში ნახეს.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

23 წლის სტუდენტი 14 მაისს გაუჩინარდა.