კაია კალასი - ევროკავშირი რუმინეთისა და ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ თავის ურყევ ერთგულებას კიდევ ერთხელ  ადასტურებს

ევროკავშირი რუმინეთისა და ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ თავის ურყევ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ავრცელებს.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს 2026 წლის 29 მაისს მომხდარ მძიმე ინციდენტს, რომლის დროსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი რუსული დრონი, რომელიც უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის ნაწილი იყო, რუმინეთში, ქალაქ გალატში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს და ამ ინციდენტის შედეგად დაზარალებულებს“, - აცხადებს კაია კალასი.

მისი თქმით, „ეს დაუდევარი ქმედება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ნაწილია და რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება“.

„ევროკავშირი მზად არის მსგავსი საფრთხეებისგან დასაცავად ძალისხმევის გაძლიერებისთვის. რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის უწყვეტი დარღვევა აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვასა და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში. შესაბამისად, რუსეთისთვის ომის საფასურს გავზრდით და სანქციებს გავაძლიერებთ. ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ამ ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია