The New York Times - დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა

დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა, - ინფორმაციას The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებით თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.

თეთრი სახლის ოფიციალური პირის ცნობით, ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა გარკვეული საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა ის პირობები დაასახელა, რომელსაც ირანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა დათანხმდეს.

„ირანი უნდა დათანხმდეს იმას, რომ ბირთვული იარაღი ან ბომბი არასდროს ექნება. ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და შეუზღუდავი საზღვაო მიმოსვლისთვის, ორივე მიმართულებით. ყველა საზღვაო ნაღმი, თუ მსგავსი საერთოდ არსებობს, განადგურდება. ირანი დარჩენილი ნაღმების დეტონაციას დაასრულებს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა