პიტ ჰეგსეთი - საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს

საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, კონფერენციაზე - „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საჭიროების შემთხვევაში, განახლების სრული შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენი მარაგები ამისთვის სრულიად საკმარისია, როგორც იქ, ისე მთელ მსოფლიოში, რადგან ჩვენ ძვირადღირებულ და მასობრივი წარმოების საბრძოლო მასალას შორის ბალანსს ვიცავთ“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოთმინებას იჩენს, რათა ისეთ შეთანხმებას მიაღწიოს, რომლის ფარგლებშიც ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მოიპოვებს.

„დილით პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და მას სურდა აღმენიშნა, თუ როგორ მოთმინებას იჩენს იმისთვის, რომ ნებისმიერი შეთანხმება ამერიკისთვის კარგი და შესანიშნავი იყოს. ის ამის მიღწევას მოთმინებით ცდილობს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა