რუსული მედია - სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო ერევანში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს

სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო ერევანში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყებამ, ელჩის მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაწვევის მიზეზად „სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები“ დაასახელა.

„სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის იქნა გაწვეული, სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას ზიანს აყენებს“. - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება