თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს

თეთრიწყაროში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი დაჭრეს.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი.

დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება