პირ ჰეგსეთი - აშშ-ის მიერ მდიდარი ქვეყნების სუბსიდირების ეპოქა დასრულდა - ჩვენ პარტნიორები გვჭირდება და არა პროტექტორატები

აშშ-ის მიერ მდიდარი ქვეყნების სუბსიდირების ეპოქა დასრულდა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, კონფერენციაზე - „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის მოკავშირეებს თავიანთ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ პარტნიორები გვჭირდება და არა პროტექტორატები. ჩვენ გვჭირდება ალიანსები, რომლებიც ერთობლივ პასუხისმგებლობას ეფუძნება და არა დამოკიდებულებას“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, აშშ პრიორიტეტს „სამაგალითო მოკავშირეებთან“ თანამშრომლობას მიანიჭებს.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის თავაზიანი თხოვნა, რომ თავიანთ თავდაცვაზე მეტი დაეხარჯათ, უყურადღებოდ რჩებოდა. ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ. მოკავშირეები, რომლებიც საკუთარი წვლილის შეტანაზე უარს იტყვიან, აშკარა ცვლილების წინაშე აღმოჩნდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაწარმოებთ საქმეს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

კონფერენციაზე პიტ ჰეგსეთმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრა.

„ჩინეთის მხრიდან რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა სამხედრო ძალისა და აქტივობების გაფართოების შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება არსებობს. წყნარი ოკეანის რეგიონში ნებისმიერი ჰეგემონის დომინირება რეგიონის ძალთა ბალანსს დაარღვევს. არცერთ სახელმწიფოს, მათ შორის არც ჩინეთს, არ შეუძლია, რომ თავისი ჰეგემონია დააწესოს და ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ეჭვქვეშ დააყენოს“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს