უკრაინული მედია - უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში ორი სამხედრო თვითმფრინავი და სარაკეტო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში ორი სამხედრო თვითმფრინავი და სარაკეტო სისტემა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე, რობერტ მადიარზე დაყრდნობით ავრცელებს.

რობერტ მადიარის ცნობით, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ღამით ტაგანროგის სამხედრო აეროდრომს დაარტყეს.

იერიშის შედეგად, „ტუ-142“-ის ტიპის ორი თვითმფრინავი და ერთი „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო სისტემა განადგურდა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით დრონებით თავდასხმა ტაგანროგის საპორტო ინფრასტრუქტურაზეც განხორციელდა. თავდასხმის შედეგად პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა