პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წარმომადგენლები ქუთაისის მოხუცთა სახლს ესტუმრნენ

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ზაზა მეტონიძე, ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ლანჩავა, საპროკურორო სამმართველოს უფროსი დათო ცირეკიძე, პროკურორები დავით ნატრიაშვილი და ლეილა კვერნაძე ქუთაისში მდებარე მოხუცთა სახლ „იმერეთს" ესტუმრნენ.

„პროკურორებმა მოხუცთა სახლის 27 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები გადასცეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა