ანა წითლიძე - რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა - მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: იზიარებს თუ არა გვარამია მელიას ამ პოსტის შინაარსს და მის მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით?

მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გასაგები. რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა. გილაური გაქრა და ახლა დაფინანსების ახალი წყაროს მოძიებაა საჭირო. ამ პირობებში კი კონკურენცია, როგორც ჩანს, იმაზე გადავა, ვინ უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა აგინებს მიშას, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილს, რითაც ის მიხელ სააკაშვილზე საუბრობს.

ანა წითლიძე ინტერესდება, იზიარებს თუ არა ნიკა მელიას პოზიციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

„მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გასაგები. რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა.

გილაური გაქრა და ახლა დაფინანსების ახალი წყაროს მოძიებაა საჭირო. ამ პირობებში კი კონკურენცია, როგორც ჩანს, იმაზე გადავა, ვინ უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა აგინებს მიშას.

მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: იზიარებს თუ არა გვარამია მელიას ამ პოსტის შინაარსს და მის მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით?

მიშა კარგი იყო მაშინ, როდესაც მისი რესურსებისა და პოლიტიკური კაპიტალის გამოყენება შეიძლებოდა. მაგრამ როდესაც მას ყველაზე მეტად დასჭირდა მხარდაჭერა, მოულოდნელად მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა - და ამასაც თავისი სახელი ჰქვია“- წერს ანა წითლიზე „ფეიბუქზე“.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

როგორც მელია წერს, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან „იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო.

ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".

„სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.

ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.

რატომ იყო „ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი! ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც“, - წერს მელია.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს