თბილისში გარდაცვლილი ინდოელი ტურისტის მშობლები ინდურ მედიასთან აცხადებენ, რომ მათი შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა ბინის მესაკუთრისგან, რომელიც მისგან თანხას ითხოვდა

თბილისში გარდაცვლილი ინდოელი სტუდენტის მშობლების განცხადებით, მათ შვილს გაუჩინარებამდე ემუქრებოდნენ.

ინდური მედია თბილისში გაუჩინარებული სტუდენტის მშობლებს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.

სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის მშობლების ცნობით, შვილთან ბოლოს კონტაქტი 14 მაისს ჰქონდათ, რის შემდეგაც, მისი მობილური ტელეფონი გაითიშა და დაკავშირება შეუძლებელი გახდა.

როგორც მედია წერს, მშობლებმა დაკარგული შვილის მოსაძებნად თბილისში დვანიტის ძმაც გაგზავნეს და ადგილობრივ ხელისუფლებას შუამავლობისთვისაც მიმართეს.

მშობლების განცხადებით, ბოლო სატელეფონო საუბრისას დვანიტმა მათ აცნობა, რომ თბილისში ბინის მესაკუთრე ემუქრებოდა.

მშობლების ცნობით, დვანიტ რაჯდიპი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, სადაც ბინის მესაკუთრე, სახელად ანილის, მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა და მესაკუთრე მისგან თანხას ითხოვდა. ოჯახი აცხადებს, რომ ბინის მესაკუთრეს თანხა გადაუხადეს, ხოლო შემდეგ დვაინიტ საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდა.

ოჯახი აცხადებს, რომ დვანიტი სამშობლოში ბრუნდებოდა და თვითმფრინავის ბილეთიც კი ჰქონდა. მშობლების თქმით, 14 მაისს დვანიტი აეროპორტში წავიდა, რათა სამშობლოში გაფრენილიყო, თუმცა მალე მასთან კავშირი დაიკარგა.

„ჩემი შვილი საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ბინის მესაკუთრე, ვისგანაც ბინა ნაქირავები ჰქონდა, მას ავიწროებდა. ბინის მესაკუთრე წარსულშიც ასე იქცეოდა. ადრე იქ ერთი გოგო ცხოვრობდა, რომელსაც თანხა გამოსძალეს. მან შემდეგ საქართველო დატოვა და ინდოეთში დაბრუნდა“, - განაცხადა სტუდენტის მამამ, მაიურკუმარ რაჯდიპმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს